მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გია აბაშიძე: თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება - სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე

თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება - სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „პოლიტიკანებმა და უხარისხო ექსპერტებმა“ არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა - გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები.

„თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება - სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

უდონო პოლიტიკანებმა და უხარისხო "ექსპერტებმა" ნამდვილად არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა - გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები.

წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების საპასუხისმგებლო სფეროში და ანრი ოხანაშვილს პრემიერის მრჩევლად დასავლეთთან ურთიერთობების გამოწვევათა კომპლექსური ანალიზის საქმეში“, - წერს აბაშიძე.