მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ირაკლი ლატარია: ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლით, ჟურნალისტებს წინ გედგათ ორი ლიდერი - კობახიძე-მდინარაძე და უარგუმენტოდ და სასაცილოდ დაგტოვათ

ექსპერტი ირაკლი ლატარია Pia.ge

„სულ რომ ამოხტეთ „ნასკებიდან”, ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლით“, - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიციურ მედიას ორი ლიდერი - ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ედგა წინ, რომლებმაც უარგუმენტოდ და სასაცილო მდგომარეობაში დატოვეს.

„სულ რომ ამოხტეთ „ნასკებიდან“, ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლით!!!

ამ დებილ ჟურნალისტებს წინ გედგათ ორი ლიდერი - კობახიძე-მდინარაძე და იმდენად უარგუმენტოდ და სასაცილოდ დაგტოვათ, მხოლოდ ორი რამის ტრიალი დაიწყეთ, ზახაროვა-რიჟვაძე, ზახაროვა-რიჟვაძე!!! რომ გეუბნებით უ-სამშობლო დებილები ხართ-თქო, გწყინთ! აბა, რა ხართ? მგონი, პირველად დაგემართათ, აქეთ დაგისვათ კითხვა პრემიერმა და ყურში რომ ეკარნახათ, ეგეც ვერ გაქაჩეთ. მაგიტომაც ხართ იქ - სადაც ხართ და მაგიტომაც შეხვალთ ისტორიაში, როგორც სამშობლოს მოღალატენი!!! დიდი წერტილი”, - წერს ლატარია.