„ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს რომ დიდ გამოხმაურება მოჰყვა, ფაქტია. ზოგმა ისევ ქილიკი დაიწყო „დიფ სთეითის“ არსებობა არარსებობის შესახებ. ზოგმაც კი, თავი პირდაპირ გაიშიფრა და თავად აგენტმა სხვას დააბრალა ვითომდა ანტიდასავლური რიტორიკა და პრორუსობა. დღეს კი რას ვხედავთ: იგივე პრობლემაზე საუბრობს თავად აშშ-ის დაზვერვის უფროსი ტულსი გაბარდი, ოღონდ არ მითხარათ ახლა, რომ ქალბატონი გაბარდიც რუსული ნარატივებითაა შეპყრობილი“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ტულსი გაბარდიც ადასტურებს, რომ ისეთი განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოსთვისაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, „დიფ სთეითი“ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ როგორც აშშ-ის, ისე საქართველოს შემთხვევაშიც, „დიფ სთეითის“ ნებისმიერი გამოვლინების მხილება, უსამშობლო აგენტურის და მათი პატრონების მხრიდან, განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს.
„ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფაქტია. ზოგმა ისევ ქილიკი დაიწყო „დიფ სთეითის“ არსებობა-არარსებობის შესახებ. ზოგმაც კი, თავი პირდაპირ გაიშიფრა და თავად აგენტმა სხვას დააბრალა ვითომდა ანტიდასავლური რიტორიკა და პრორუსობა. დღეს კი რას ვხედავთ: იგივე პრობლემაზე საუბრობს თავად აშშ-ის დაზვერვის უფროსი ტულსი გაბარდი, ოღონდ არ მითხარათ ახლა, რომ ქალბატონი გაბარდიც რუსული ნარატივებითაა შეპყრობილი. „დიფ სთეითი“ რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამას აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდიც ადასტურებს. ახლა წარმოვიდგინოთ ზესახელმწიფო, ლამის განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონე, რომელსაც თავისი ინტერესები და გავლენები მსოფლიოს ყველა წერტილში გააჩნია, ახალი ადმინისტრაციის პირობებში თავისივე ქვეყანაში შეეჯახა ისეთ პრობლემას, რომლის გადალახვა მასაც კი უჭირს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ „დიფ სთეითი“, რეალურად ფინანსურად იმდენად ძლიერი „დაჯგუფებაა“ თავისი ოლიგარქიული ოჯახებით და მედიამაგნატებით, რომ ეს არც ისე ადვილია.
თუ მათ პოლიტიკას არ ემხრობი ავტომატურ რეჟიმში მათი მტერი ხარ, ამერიკელი ხალხის ან ევროპის, ან სულაც დასავლეთის მოწინააღმდეგე ხარ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ პრორუსი ხარ. ამერიკის დაზვერვის შეფი ამხელს მათ საცეცებს ყველგან, მათ შორის, საკუთარ სტრუქტურაშიც, თუმცა, როგორც ჩანს, მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მარტო საზოგადოების მხრიდან, ასევე, ბატონი ტრამპისგანაც. რაც შეეხება ევროპას, აქ „დიფ სთეითის" ფესვები იმდენად ღრმადა გადგმული, უახლოეს პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ნაკლებ სავარაუდოა, რაშიც საერთაშორისო სამხედრო სამრეწველო კომპლექსიცაა ჩართული. უფრო აქტიურად მათი მოქმედება ცალკეული სახელმწიფოების მიმართ არის მიმართული, სუვერენიტეტის წაშლა, ეროვნული და კულტურული იდენტობის განადგურება, სწორედაც რომ „დიფ სთეითის“ მიერ არის ორგანიზებული. ამ მზაკვრული გეგმის შეფუთვა, ევროპული და დემოკრატიული ღირებულების დაცვის ყალბი პროპაგანდით ხორციელდება. ამ ყველაფერს კი, როგორც წესი, იძულების, გაწერილი ვალდებულებების, მუქარის და შანტაჟის ფორმა გააჩნია.
საგულისხმოა, რომ ჩვენს შემთხვევაშიც „დიფ სთეითის“ ნებისმიერი გამოვლინების მხილებაც, უსამშობლო აგენტურის და მათი პატრონების მხრიდან, განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს, ტაქტიკა კი აქაც ასეთია, რომ „დიფ სთეითის“ მხილება, თითქოსდა ანტიდასავლურია, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლა - რუსული ნარატივი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე თუ რა დონეზე შესუსტდება ან როდის დამარცხდება „დიფ სთეითი“, მიუხედავად ამისა, ჩვენ რომ მისი ძალაუფლება საქართველოში არ უნდა დავუშვათ - ცხადია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.