„მედია, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, პოლიტიკოსები, ონლაინ - გამოცემები... მოკლედ, არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დაპირისპირებას, ქურდობას, ძარცვას და გარყვნილებას“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს არის „დიფ სთეითი“, იგივე რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახი, რომლებიც თბილ სავარძლებში მოკალათებულნი განაგებენ აშშ-ს, ევროპას, ბრიტანეთს და ცდილობენ, მსოფლიო ჰეგემონები გახდნენ, დახოცონ ადამიანები და ახალი ბიომასა გამოიყვანონ, რომელიც შემდგომ მათ სამსახურში ჩადგება.
„მედია, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, პოლიტიკოსები, ონლაინ-გამოცემები... მოკლედ, არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დაპირისპირებას, ქურდობას, ძარცვას და გარყვნილებას. ეს არის „დიფ სთეითი“, იგივე რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახი, რომლებიც თბილ სავარძლებში მოკალათებულნი განაგებენ აშშ-ს, ევროპას, ბრიტანეთს და ცდილობენ, მსოფლიო ჰეგემონები გახდნენ, დახოცონ ადამიანები და ახალი ბიომასა გამოიყვანონ, რომელიც შემდგომ, მათ სამსახურში ჩადგება. ზაზა შათირიშვილი კარგ ანალიზს აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ოლდოს ჰაქსლიმ დაწერა, რომელმაც საკუთარ ნაწარმოებში „ახალი საოცარი სამყარო“ საზოგადოებას სწორედ ოჯახების დავალებით უთხრა, თუ რას გვიპირებენ. ამიტომ, უნდა ვისაუბროთ ბევრი და უნდა ვისაუბროთ ყველგან, რომ სიმართლე გაიგოს საზოგადოებამ, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ რაც შეიძლება ბევრგან. ინფორმირებული ადამიანის დამარცხება და დამონება ძალიან რთულია!“, - წერს მეგრელიშვილი.