„როდესაც მოიყვანენ მათთვის სასურველ, თითქოსდა, ხალხის არჩეულ მთავრობას, რა თქმა უნდა, იგი არა ხალხს, არამედ „დიფ სთეითს“ ემსახურება. სწორედ, ესაა სახელმწიფოების დაპყრობის უახლესი მეთოდი, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიულმა ოჯახმა შეიმუშავა (თუ ვინ არიან ოჯახები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ)“, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია საუბარი.
როგორც ის აღნიშნავს, ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებული ახალი, უნივერსალური მეთოდის თანახმად, ხალხმა არ იცის, რომ დაპყრობილია, ვინაიდან, მონოპოლიზებული მედია, ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტი „დიფ სთეითს“ უადვილებს ერთი მარიონეტის მეორით ჩანაცვლებას.
„დაპყრობის ეს ახალი, უნივერსალური იარაღი შემდეგში მდგომარეობს: ხალხმა არ იცის, რომ დაპყრობილია. მონოპოლიზებული მედიის, მოქრთამული და ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, „დიფ სთეითს“ ამგვარი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორით მარტივად ანაცვლებს. რეალურად კი, არაფერი იცვლება. ამის საუკეთესო მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც ბოლო წლებში, ოთხჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი: ბორის ჯონსონი, ლიზ ტრასი, რიში სუნაკი და კირ სტარმერი - ერთი შეხედვით, ოთხი განსხვავებული პოლიტიკოსი, თუმცა კი, ყველა მათგანი „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი.
ბრიტანეთის მსგავს, სუვერენიტეტდაკარგულ ქვეყნებში, როგორებიც ევროკავშირში 90%-ს წარმოადგენენ, არსებულ ვითარებას მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს დოსტოევსკის ცნობილი ციტატა: „საუკეთესო გზა, რათა პატიმარს გაქცევა არასოდეს მოუნდეს - მან არ უნდა იფიქროს, რომ ციხეშია““, – აღნიშნულია შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.