მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩანაწერები, რომლებიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

 ნეკა დოროყაშვილი
1643022625
სპორტი

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც იგი ყოფილ მეუღლეს ნეკა დოროყაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. 

„მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:

ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა, მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა, შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი! მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 

შეგახსენებთ, ბასილაშვილი 2020 წელს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი უჩივის. აღნიშნულ საქმეზე მორიგი სხდომა 16 თებერვალსაა ჩანიშნული.