მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

Geo Team: ხვიჩა კვარაცხელია „ანჟერთან“ მატჩს მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს, მაგრამ საგანგაშო არაფერია

ხვიჩა კვარაცხელია
1755863582
სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ანჟერთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრამდე იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც მატჩისთვის ემზადებიან, მაგრამ ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია არ არის.

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩს „ანჟერთან“ კუნთზე მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვებს.

„კვარაცხელია „ანჟერთან“ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ საგანგაშო არაფერია - თამაშის შემდეგ პსჟ-ს ორდღიანი დასვენება ექნება და ორშაბათიდან ხვიჩა გუნდთან ერთად ვარჯიშს სრული დატვირთვით დაიწყებს.

კლუბმა წინასასეზონო შეკრება ვერ გაიარა, პსჟ-ს არ სურს ხანგრძლივი სეზონის ფონზე, ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკოს - სამწვრთნელო შტაბმა ხვიჩა კვარაცხელიას „ანჟერთან“ დასვენების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო“, - წერს Geo Team-ი.