მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გიორგი მამარდაშვილი ისევ თადარიგში დარჩა - „ლივერპულმა“ „ნიუკასლი“ დაამარცხა

გიორგი მამარდაშვილი
1756187983
სპორტი

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ლივერპულის“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო მისმა გუნდმა „ნიუკასლი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა.

„ლივერპულის“ კარს ბრაზილიელი ალისონ ბეკერი იცავდა. უკვე მესამე მატჩია, რაც მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზეა და როგორც ბრიტანული მედია წერს, ის ძირითად შემადგენლობაში სათასო მატჩებისას გამოჩნდება.

შეხვედრა უკეთ „ნიუკასლმა“ დაიწყო, მაგრამ ანგარიში 35-ე წუთზე „ლივერპულის“ ნახევარმცველმა, რაიან გრავენბერხმა გახსნა. პირველი ტაიმის დამატებულ დროში (45+3) მასპინძლები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – უხეშობისთვის ენტონი გორდონი მოედნიდან გააძევეს.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე „ლივერპულმა“ უპირატესობა გაზარდა – 46-ე წუთზე ეკიტიკემ გაიტანა – 0:2. მიუხედავად რთული მდგომარეობისა, „ნიუკასლმა“ მაინც იბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე ბრუნო გიმარაეშმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 88-ე წუთზე ოსულამ წონასწორობა აღადგინა – 2:2.

თამაშის ბედი დამატებულ დროში გადაწყდა. 16 წლის რიო ნგუმოჰამ 90+10-ე წუთზე ზუსტი დარტყმით „ლივერპულს“ გამარჯვება მოუტანა. მერსისაიდულ გუნდს ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს და გათამაშების თანალიდერია.