მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან ორი მოქალაქე გადაიყვანეს

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან წუხელ ორი მოქალაქე მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, კლინიკაში სულ რვა პაციენტია მოთავსებული.

ხუთი პაციენტის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის მანძილზე ელოდებიან, სამის კი დღეს გადაიგზავნება. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.