გიორგი გამსახურდია X-ზე ჩეხეთის მიერ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩეხეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის თავხედობას და არაკორექტულობას, ზედა ზღვარი არ აქვს“.
გამსახურდია აცხადებს, რომ მალე გაიმარჯვებს ჩეხი პატრიოტი, ანდრეი ბაბიში და აუცილებლად შეცვლის ამ დამოკიდებულებას საქართველოსადმი.
„ჩეხეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის თავხედობას და არაკორექტულობას, ზედა ზღვარი არ აქვს. რამდენიმე დღის უკან, ქართულ დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზოს შეჩერება დააანონსა. არ აქვს ალბათ, სხვა მეტი საქმე და ამ მავნებლობით გახლავთ დაკავებული. მალე გაიმარჯვებს ჩეხი პატრიოტი, მაგარი პიროვნება ანდრეი ბაბიში და აუცილებლად შეცვლის ამ დამოკიდებულებას ჩვენდამი. ლიპავსკის კიდევ, მოუწევს პოლიტუკური პენსია, როგორც ვატყობ“, - წერს გამსახურდია.