მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ყოველთვის აქტუალური საკითხი იყო და არის პურის ფასი, მისი მატება თუ კლება მუდმივად განიხილება.
მაგალითად, დღეს, 27 ნოემბერს ფქვილისა და პურის მწარმოებლებმა მთავრობას დარგის სუბსიდირებისკენ მოუწოდეს.
მწარმოებლების განცხადების თანახმად, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა კვლავ უნდა ამოქმედდეს, რაც ფქვილსა და პურზე სტაბილური ფასების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
აგრეთვე დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ პურის ფასი არ გაიზრდება.
„მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თუ როგორი ფასებია სხვადასხვა პროდუქტზე მსოფლიოს მასშტაბით, PIA.GE პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.
საინტერესოა საშუალოდ რა ღირს 500 გრამიანი პური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოში 500 გრამიანი პურის საშუალო ფასია ლარი და 13 თეთრი.
საშუალოდ რა ღირს პური და რომელ ქვეყანაში აქვს ყველაზე მაღალი ფასი?
🍞 ნორვეგია - 1 პურის საშუალო ფასია 10 ლარი და 50 თეთრი
🍞 შვეიცარია - 1 პურის საშუალო ფასია 10 ლარი და 14 თეთრი
🍞 აშშ - 1 პურის საშუალო ფასია 9 ლარი
🍞 ისრაელი - 1 პურის საშუალო ფასია 7 ლარი და 25 თეთრი
🍞 პოლონეთი - 1 პურის საშუალო ფასია 2 ლარი და 78 თეთრი
ყველაზე დაბალი ფასით ტუნისი ლიდერობს, სადაც 1 პურის საშუალო ფასია 43 თეთრი.
რა ღირს პური საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?
🍞 სომხეთი -1 პურის საშუალო ფასია ლარი და 63 თეთრი
🍞 რუსეთი - 1 პურის საშუალო ფასია ლარი და 69 თეთრი
🍞 თურქეთი - 1 პურის საშუალო ფასია ლარი და 9 თეთრი
🍞 აზერბაიჯანი - 1 პურის საშუალო ფასია 95 თეთრი
🔴 მასალა მომზადებულია numbeo.com-ზე დაყრდნობით.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
📌 რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში?
📌 გაძვირდება თუ არა პური ? - ლევან დავითაშვილის განმარტება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა.
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აი ენ თი“- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის თანხა გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.
დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა.
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა.
რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა ოლეგ ნავალნი დააკავეს. მას სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.