მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დმიტრი პესკოვი: ნუ ცდილობთ მომავალი სამიტის შედეგების პროგნოზირებას!

რუსეტსი რპეზიდნეტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი

„რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადება მოკლე ვადებში წარიმართა, თუმცა ყველა პარამეტრი დაკმაყოფილებულია“, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი საუბრობს და ორი ლიდერის შეხვედრის წინ, მნიშვნელოვან საკითხებს გამოყოფს. ინფორმაციას TASS გვაწვდის. 

პირველი, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ისაუბრა, მომავალი შეხვედრის წინ, შედეგების პროგნოზირება იყო. „ნუ ცდილობთ სამიტის შედეგის გამოცნობას, ეს ძალიან რთულია“, - მკაფიოდ აღნიშნა მან.

მედია შეეცადა, კრემლის წარმომადგენლის მნიშვნელოვანი გზავნილების შეკრებას. 

📍მზადყოფნის შესახებ

„პუტინისა ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ძალიან, ძალიან მოკლე ვადებში წარიმართა, თუმცა ყველა პარამეტრი დაკმაყოფილდა“, - მტკიცედ განაცხადა პესკოვმა.

📍ძირითადი საკითხები

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებს ეძებენ. „არსი ძალიან რთულია, ძალიან მრავალმხრივი“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და დასძენს, რომ საკითხის შესახებ უკრაინული მხარის აზრი „შემდგომ ეტაპზე განიხილება“. 

📍შესაძლო შედეგები

რუსეთი და აშშ არ გეგმავენ, ლიდერების მოლაპარაკებების შედეგების საფუძველზე რაიმე სახის დოკუმენტის მომზადებას, თუმცა „იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება, პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს და გამოკვეთს იმ შეთანხმებების სპექტრს, რისი მიღწევაც იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნავს პესკოვი. 

მისი თქმით, რუსეთ-ამერიკის სამიტის შედეგების წინასწარ განჭვრეტა და პროგნოზირების მცდელობები „დიდი შეცდომაა“. „ვნახოთ, როგორ წარიმართება საუბარი“, - ამბობს დმიტრი პესკოვი.