მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

„ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება“, - ასე აფასებს ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ექსპერტი ამბობს, რომ გახარიას გადადგომა რთული შესაფასებელია.

მისივე თქმით, ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება.

„გიორგი გახარიას გადადგომა ძალიან რთულია შესაფასებელია. მითუმეტეს, როცა ივანიშვილიც წავიდა და გახარია წავიდა.

მეორეს მხრივ. აშკარაა, რომ უფრო რთული პროცესებია წასვლის მიზეზი, ვიდრე მელიას თემა, რადგან არ ჩანდა გიორგი გახარია ისეთი სუსტი ნერვების პატრონი, რომ ამ გამოცდაზე ეგ „რეაქცია მიეცა“.

ისევე როგორც ბევრმა, მეც არ ვიცი რეალურად რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება.

გახარიას მიერ მოყვანილი მიზეზი გულისხმობს იმას, რომ მან „ქართულ ოცნებასთან“ ვერ იპოვა საერთო ენა ამ შემთხვევაში, მაგრამ გახარია არ ჩანს ის პიროვნება, რომელიც ასეთ ნერვულ ნაბიჯს მისცემდა ამ ფაქტს.

პრაქტიკულად, მთელი ქვეყანა იდგება სხვადასხვა ტიპის კრიზისების ფონზე კრიტიკულ მდგომარეობაში და ეგ მიკვირს გახარიასგან, რადგან ყოველთვის იგრძნობოდა მისი პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში ძნელი სათქმელია რა მოხდა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრობის ახლა კანდიდატს „ქართული ოცნება“ 19 თებერვალს წარადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ Deutche Welle: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა, რათა ოპოზიციონერის დაკავებით გამოწვეული პოლიტიკური პოლარიზაცია არ დაუშვას

✔️ კობახიძე: გახარიას პოზიცია ვერ დაემთხვა ჩვენი გუნდის პოზიციას

✔️ პრემიერი გადადგა - როდის და როგორ უნდა დამტკიცდეს ახალი მთავრობა