ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თავდასხმას.
ფოჩხუას განცხადებით, ადამიანები, რომლებიც გავეშებულები შეურაცხყოფას აყენებენ საარჩევნო შტაბთან მყოფ მოქალაქეებს არ არიან „მშვიდობიანი აქციის, მშვიდობიანი მომიტინგეები“.
„აი ასეთი გავეშებული რომ მიხვალ საარჩევნო შტაბთან, დედის გინებით და შეურაცხყოფით იქ მყოფი ადამიანების მიმართ, რომელნიც არ გერჩიან, იმიტომ რომ არ გელოდებიან, როგორ ხართ მშვიდობიანი აქციის, მშვიდობიანი მომიტინგეები? ასე „დააბოლეთ“ თქვენი პატრონები, ვინც გმართავთ“, - წერს ნინო ფოჩხუა.