მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის მერის არჩევნებში არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა

არჩილ ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათუმის მერის არჩევნებში არჩილ ჩიქოვანმა გაიმარჯვა.

ამ დროისთვის, კანდიდატებს შორის ხმები ასეა გადანაწილებული:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - გიორგი კირთაძე - 49.048%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - არჩილ ჩიქოვანი 50.952%

ბათუმში 105 უბნიდან 103 უბანია დათვლილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

პირველ ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს - ნინო ლაცაბიძეს ხმების 44,839%, ხოლო დავით კირკიტაძეს - 43,544% ჰქონდა მიღებული.