მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში მერის არჩევნები იოსებ ხახალეიშვილმა მოიგო

იოსებ ხახალეიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

👉 N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხატია დეკანოიძე - 48.391%

👉 N41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი - 51.609%

ქუთაისში ხმები დათვლილია უბნების თითქმის 100%-ში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

პირველ ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს - იოსებ ხახალეიშვილს ხმების 41,45%, ხოლო ხატია დეკანოიძეს - 43,335% ჰქონდა მიღებული.