მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ განაწილდება ადგილები თბილისის საკრებულოში? - შედეგები

საკრებულოს შენობა

621 უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისის საკრებულოში 6 პოლიტიკური პარტია მოხვდა, რომელთაც 2.5-%-იანი ბარიერი გადალახეს.

ესენი არიან:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -107 097 ხმა (28.09 %),

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ -154 314 (40.47 %),

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 12 335 (3.24 %)

„გახარია – საქართველოსთვის“ – 33 434 (8.77 %),

„ლელო“ – 13 470 (3.53 %)

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“- 9 823 (2.58 %).

რაც შეეხება საკრებულოში მოპოვებულ მანდატებს, ამ დროის მონაცემებით:

„ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული),

„ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული),

„გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული),

„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული),

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული)

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

პირველადი შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 10 რაიონიდან 9-ში მოიპოვეს გამარჯვება.

ერთადერთი რაიონი, რომელშიც ამ დროის მონაცემებით 40%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ ლახავს, საბურთალოა. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ავთანდილ ცინცაძეს 38.76% აქვს, ხოლო ბორის ყურუას „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ – 14.29 %. შესაბამისად, საბურთალოზე მეორე ტური ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

იხილეთ აგრეთვე:

📣დათვლილია ხმების 96.2% - თბილისში მეორე ტური გაიმართება

📣დათვლილია 99.9% - საქართველოში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

📣„ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას“ - ანა ბუჩუკური

📣„თქვენი ბელადი არის ციხეში, თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ“ - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს (ვიდეო)