მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წინასწარი მონაცემებით ბათუმისა და ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა

4 ქალაქი

წინასწარი მონაცემებით, 4 თვითმმართველ ქალაქში - ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და რუსთავში შედეგები ასე გადანაწილდა:

ბათუმი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 15 მანდატი (აქედან 3 მაჟორიტარული)
„ლელო“- 1 მანდატი;
„გახარია – საქართველოსთვის“- 3 მანდატი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ -16 მანდატი (აქედან 4 მაჟორიტარული)

ქუთაისი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 14 მანდატი (აქედან 2 მაჟორიტარული);
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“- 1 მანდატი;
„გახარია – საქართველოსთვის“ - 2 მანდატი;
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 18 მანდატი (აქედან 5 მაჟორიტარული).

ფოთი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 11 მანდატი (აქედან 1 მაჟორიტარული);
„გახარია – საქართველოსთვის“ - 4 მანდატი;
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 20 მანდატი (აქედან 6 მაჟორიტარული).

რუსთავი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 16 მანდატი (აქედან 3 მაჟორიტარული);
„გახარია – საქართველოსთვის“- 3 მანდატი;
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 15 მანდატი (აქედან 3 მაჟორიტარული);
1 მაჟორიტარულ ოლქზე გაიმართება მეორე ტური „ქართულ ოცნებასა“ და „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიებს შორის.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა დასრულებულია და უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

იხილეთ აგრეთვე:

📣დათვლილია ხმების 96.2% - თბილისში მეორე ტური გაიმართება

📣დათვლილია 99.9% - საქართველოში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

📣„ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას“ - ანა ბუჩუკური

📣„თქვენი ბელადი არის ციხეში, თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ“ - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს (ვიდეო)