მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 930 თბილისი, 602 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისი ლიდერობს ვაქცინირებული ტურისტებისთვის
1629529038
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 595 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 510 941-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 442 956.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 723 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 930

⭕ აჭარა - 602

⭕ იმერეთი - 638

⭕ ქვემო ქართლი - 249

⭕ შიდა ქართლი - 272

⭕ გურია - 157

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 298

⭕ კახეთი - 471

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 114

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 130

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 192, აჭარაში - 927, იმერეთში - 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 146, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 26, იმერეთში - 20.

3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 593 - თბილისში, 1 254 - აჭარაში.50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“

👉 „50 ადამიანის გარდაცვალება დღის განმავლობაში ჩვენთვის ტკბილი წარსული იქნება“