მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„50 ადამიანის გარდაცვალება დღის განმავლობაში ჩვენთვის ტკბილი წარსული იქნება“ - გიორგი ჩალაძე

„50 ადამიანის გარდაცვალება დღის განმავლობაში ჩვენთვის ტკბილი წარსული იქნება“
1629198452
COVID-19

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ სატელევიზიო ეთერში, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უარესი სიტუაცია იქნება ერთ თვეში.

მისი თქმით, ჟანგბადის ქარხნები ყველა კლინიკაში უნდა დაიდგას.

„ამაზე უარესი სიტუაცია იქნება ერთ თვეში. დღევანდელი დღე რომ დადგებოდა, ამას 3-4 თვის წინ ვიძახდით. ერთი თვის მერე იქნება გაორმაგებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენ ვნახავთ, 50 ადამიანის გარდაცვალება დღის განმავლობაში ჩვენთვის იქნება ტკბილი წარსული. დაახლოებით ერთ თვეში, დღეში 100 ადამიანი გარდაიცვლება მინიმუმ იმ გადაწყვეტილებების გამო, რაც მთავრობამ მიიღო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ მათ ემუქრებათ მძიმე სამართლებრივი შედეგები.

ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი - პირბადე ან სასახლე, რეალური არჩევანი სამწუხაროდ ეს არის დღეს. თუ დღეს, პირბადე არ გიკეთია და დადიხარ ქუჩაში შენ, შენ ახლობელს და ოჯახის წევრს სწირავ სასიკვდილოდ. აღსრულების ნებისმიერი მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირბადე ეკეთოს ყველას. არ არის საჭირო ბიზნესის დალუქვა, საჭიროა მათი წახალისება, რათა ჩაატარონ ღონისძიებები წესების სრული დაცვით. იძულებითი მექანიზმი იატაკქვეშეთში გადავა და ღონისძიებები მაინც ჩატარდება. აუცილებელია ვაქცინაციის არა მოწოდება არამედ ახსნა. ადამიანებს ვაქცინაციის ავკარგიანობაზე უნდა მოვუყვეთ“ - აღნიშნა ჩალაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“

👉 „კლინიკაში მყოფების 95% აუცრელია“

👉 ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება