მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 948 თბილისი, 739 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისი, მტკვარი, მშვიდობის ხიდი
1629356839
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 152 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 316 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.01%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან:

👉 თბილისი - 1 948

👉 აჭარა - 739

👉 იმერეთი - 626

👉 ქვემო ქართლი - 254

👉 შიდა ქართლი - 257

👉 გურია - 135

👉 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276

👉 კახეთი - 386

👉 მცხეთა-მთიანეთი - 116

👉 სამცხე-ჯავახეთი - 147

👉 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 704, საიდანაც 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 1 482 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320.

3 555 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 47 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 063 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ 12 წლის ზემოთ ასაკის მოზარდების აცრებს“ - ამირან გამყრელიძე

👉 ისრაელში ფაიზერის მესამე დოზამ 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებში 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

👉 „ამჟამად COVID 19-ის ბუსტერული დოზა საჭირო არ არის“ - სუმია სვიმინათანი