მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 100 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
26 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 72 მლნ-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციას 2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით კვლავ მზარდი სტატისტიკაა:
✔️ აშშ - 25 861 597
✔️ ინდოეთი - 10 677 710
✔️ ბრაზილია - 8 872 964
✔️ რუსეთს ფედერაცია - 3 738 690
✔️ დიდი ბრიტანეთი - 3 647 463
აღნიშნული ქვეყნები კოვიდინფიცირების გავრცელებით პირველ ხუთეულში არიან.
👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა
👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
იხილეთ აგრეთვე:
👉 ჯანმო: კორონავირუსის აღმოფხვრა ძნელი იქნება
👉 ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა
„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ინფორმაციას „ ევექსის “ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს. ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით 19-20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე ამნისტიის გამოცხადება მედიატორების მიერ იყო შემოთავაზებული და ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კარგად იციან.
„პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს იმ შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩემი აზრით ნიკა მელია ახლა არასწორად ზის ციხეში, მათ შორის საკუთარი გადაწყვეტილებითაც. ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.