მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„1000 აცრილი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე“ - ამირან გამყრელიძე (ვიდეო)

NCDC-ის დირექტორი 2020
1629458442
COVID-19

„უნდა გავითავისოთ, რომ ომში ვართ დღეს მიკროსამყაროსთან და ვინ ვის დაამარცხებს, ამის თქმა რთულია. აქედან გამომდინარე, ამარცხებს მას მხოლოდ აცრა და რეგულაციების დაცვა, რომელიც ერთი წელი ან წელიწად- ნახევარი კიდევ მოგვიწევს, იმიტომ, რომ ის იცვლის ბუნებას, გადადის ახალ შტამებში, რათა ადაპტირდეს და უფრო მეტი ადამიანი დააზიანოს. მე ვიცი, რომ 1000 აცრილი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. რამდენი ათასიც აიცრებით, იმდენ ერთ ქართველს გადაარჩენთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის ის, რომ აუცრელი პირები სხვადასხვა დაწესებულებებში, PCR ტესტის პასუხის გარეშე, შესვლას ვეღარ შეძლებენ.

„გვაბრალებენ ახლა, რომ ადამიანის უფლებებს ვარღვევთ, როცა ასეთ მოწოდებებს ვაკეთებთ და ხდება დისკრიმინაცია. არ არის ეს დისკრიმინაცია და არც ადამიანის უფლებების დარღვევა.

მსოფლიოში არის პანდემია, ჩვენთან - ეპიდემია. ეს არ არის ის ეპიდემია, რომელიც გვინახავს ხოლმე. ეს არის ის პანდემია, რომელიც არის 100 წელიწადში ერთხელ, რომელმაც უკვე შეიწირა 4,5 ადამიანის სიცოცხლე და საქართველოში - 6 649. ამიტომ როცა ერთი დაავადებით 1 წელიწადში იღუპება ამდენი ადამიანი, ეს არის დიდი ტრაგედია. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა ავიცრათ.

ვინც ამ საკითხს აყენებს, კარგად ნახოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი, რომელშიც პანდემიის დროს გათვალისწინებულია გარკვეული ჯანდაცვითი ჩარევა იყოს სწორედ ამ ტიპის, რასაც ჩვენ ვამბობთ, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება იმისთვის, რომ ადამიანებმა პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურად მიიღონ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „დღეს წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია“ - გიორგი ფხაკაძე

⭕ „უგუნურობაა ისეთი დაავადებისგან დაღუპვა, რომლის პრევენციაც ვაქცინითაა შესაძლებელი“ - ნანა გეგეჭკორი

⭕ „ხალხის დიდი ნაწილი თუ აცრილი არაა, წამყვანი ექიმების ბრალია“ - ბიძინა კულუმბეგოვი