მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უგუნურობაა ისეთი დაავადებისგან დაღუპვა, რომლის პრევენციაც ვაქცინითაა შესაძლებელი“ - ნანა გეგეჭკორი

ქართველი კარდიოლოგი
1629449113
COVID-19

„ნუ ეთამაშებით სიკვდილს. გთხოვთ აიცერით! უსამართლობაა კოვიდით სიკვდილი იმ პირობებში, როცა პრევენციის საშუალება არსებობს“, - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი კოვიდინფიცირებული, მძიმე ჰიპოქსიით, ვერ იღებს საჭირო დახმარებას იმის გამო, რომ ჰოსპიტლებში ადგილები შეზღუდულია. თუ ასე გაგრძელდა, არა მარტო კოვიდით, არამედ სხვა დაავადებებით პაციენტებსაც მოუწევთ სახლში დარჩენა, რადგან საკმარისი არც ადგილი გვექნება ჰოსპიტალში და არც სამედიცინო პერსონალი გვეყოლება, რომ დაგვეხმაროს.

ნუ ეთამაშებით სიკვდილს. გთხოვთ აიცერით! უსამართლობაა კოვიდით სიკვდილი იმ პირობებში, როცა პრევენციის საშუალება არსებობს.

კოვიდის ვაქცინა ნამდვილად იცავს სიკვდილისგან. კოვიდის ვაქცინის ფუნქცია არ არის ინფიცირებისგან სრულად დაცვა, მან სიკვდილის და ჰოსპიტალიზაციისგან უნდა დაგიცვათ. ნუ უგდებთ ყურს უსინდისო ტროლ-ბოტებს, რომლებიც კედელ-კედელ ავრცელებენ თითქოს, საქართველოში უამრავი აცრილია გარდაცვლილი.

საბედნიეროდ, ორჯერადად აცრილი გარდაცვლილები არ გვყავს და ეს თვალნათლივ აჩვენებს, რომ ყველა ვაქცინა რომელიც საქართველოში გამოიყენება, ყველა უკლებლივ, იცავს სიკვდილისგან.

არ არის კოვიდ ვაქცინა მასონების მოგონილი, არც დასაჩიპად გამოიყენება, არც ემბრიონულ მასალას არ შეიცავს, არ იწვევს სიკვდილს, ნამდვილად არ იწვევს უშვილობას, არ ვნებს ჩვილს ძუძუთი კვებისას, არ ვნებს ნაყოფს მუცლადყოფნისას, არ ვნებს ადამიანებს მძიმე ქრონიკული დაავადებებით... გამოგონილი, ბოროტი მითებია ეს ყველაფერი.

ავიცერი, ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების უდიდესი ნაწილი აცრილია, ნაწილს კოვიდი აქვს გადატანილი და თავის რიგს ელოდება, როგორც კი ანტისხეულები ვეღარ დაიცავს, იმწუთასვე აიცრას. ახალგაზრდა ბიძაშვილები ავცერი, რომ სიკვდილისგან ვიხსნა და ზუსტად ვიცი, როცა მათ ცხოვრებაში ამის დრო დადგება, ჯანმრთელი შვილები ეყოლებათ. კოვიდვაქცინა მათ მხოლოდ დაიცავს, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები დაელოდონ სიყვარულს.

აიცერით, გადარჩებით სიკვდილს და გადაარჩენთ სხვებსაც... უგუნურობაა ისეთი დაავადებისგან დაიღუპოთ, რომლის პრევენციაც ვაქცინითაა შესაძლებელი. თუ პრინციპულად არ ან ვერ იცრებით, დაიცავით პრევენციის წესები“ - წერს ნანა გეგეჭკორი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „50 ადამიანის გარდაცვალება დღის განმავლობაში ჩვენთვის ტკბილი წარსული იქნება“

👉 „ჟანგბადის მიწოდების პრობლემებია, მოვემზადოთ“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“