მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1085 ინფიცირება, 432 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1618382922
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1085 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 291214-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 278683 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.67 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8604, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 426 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 111 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

👉 „ვფიქრობთ, ივლისიდან შესაძლებელი იქნება, მეტად ფართო ჯგუფების ვაქცინაცია“- თამარ გაბუნია