მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვფიქრობთ, ივლისიდან შესაძლებელი იქნება, მეტად ფართო ჯგუფების ვაქცინაცია“- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1618310499
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაქცინების მოწოდება გაგრძელდება, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმიდან. ასევე, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირდაპირ მომწოდებლებთან რამდენიმე მიმართულებით.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, ივნის-ივლისში ვაქცინის დამატებით რაოდენობებს ელოდება ქვეყანა.

„ვაქცინაციის გეგმა რომლითაც ვმუშაობთ არის რისკებზე ორიენტირებული, ანუ რისკის დონის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტული ჯგუფები. მნიშვნელოვანია გარკვეულწილად გავყვეთ ამ ეტაპობრიობას, რადგან ჩვენ რომ გავფანტოთ იმ ვაქცინების შეზღუდულობა, რომელიც დღეს გვაქვს და მივმართოთ არამიზნობრივი რისკჯგუფებისკენ არამედ ნებისმიერი მსურველისაკენ რა თქმა უნდა, შედეგი ამასაც ექნება, მაგრამ ეს შედეგი ნაკლებად ეფექტური იქნება.

ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ მოცვა, როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ასევე ხანდაზმულებში.

ვაქცინების მოწოდება გაგრძელდება, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმიდან, ასევე პირდაპირ მომწოდებლებთან მოლაპარაკებები მიდის აქტიური რამდენიმე მიმართულებით.

ივნის-ივლისში დამატებით რაოდენობებს ველოდებით და ვფიქრობთ, რომ ივლისიდან შესაძლებელი იქნება მეტად ფართო ჯგუფების მოცვა, თუმცა ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დადგეს საკითხი დამატებითი ჯგუფების ჩართულობის განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირების“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 3,66%, ბოლო 14 დღის - 2,46%, ბოლო 7 დღის - 2,58%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ასტრაზენეკას“ გამოყენება მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის პირებში მოხდება“ - თამარ გაბუნია

✅ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინის წესზე მსჯელობა მიმდინარეობს

✅გიორგი ღიბრაძე: არის შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება მივიღოთ