მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 298 თბილისი, 877 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისი
1629270213
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 878 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 496 376-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.71% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.09%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 432 506.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 532 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 2 298

⭕ აჭარა - 877

⭕ იმერეთი - 789

⭕ ქვემო ქართლი - 355

⭕ შიდა ქართლი - 318

⭕ გურია - 188

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 313

⭕ კახეთი - 452

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 140

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 122

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 62

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 312 საიდანაც: 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 945, იმერეთში - 1 025.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 461 პირი, მათ შორის, თბილისში - 620, აჭარაში - 146, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 23, იმერეთში - 19.

3 450 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 633 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 46 833 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“

👉 „50 ადამიანის გარდაცვალება დღის განმავლობაში ჩვენთვის ტკბილი წარსული იქნება“