მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 363 თბილისი, 905 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ისტორიული უბანი
1628664867
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 430 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.27%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 409 110-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 230 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 2 363

⭕ აჭარა - 905

⭕ იმერეთი - 564

⭕ ქვემო ქართლი - 262

⭕ შიდა ქართლი - 285

⭕ გურია - 124

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 281

⭕ კახეთი - 340

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 134

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 70

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832 საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში - 941.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 134, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 22, იმერეთში - 17.

3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 401 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 36 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს“

👉 „ექიმი, პოლიციელი, გამყიდველი, მძღოლი, პედაგოგი აუცილებლად აცრილი უნდა იყოს, თუ არადა ყოველ დღე გაიკეთონ პისიარ ტესტი“