მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექიმი, პოლიციელი, გამყიდველი, მძღოლი, პედაგოგი აუცილებლად აცრილი უნდა იყოს, თუ არადა ყოველ დღე გაიკეთონ პისიარ ტესტი“ - მაია ზალდასტანიშვილი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე
1628166183
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა მაია ზალდასტანიშვილმა სატელევიზიო ეთერში, არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია პედაგოგების, ექიმებისა და პოლიციელების ვაქცინაცია.

„რეგულაციების გამკაცრებას, რა თქმა უნდა, ვემხრობი. ის, რომ პიროვნებას, რომელიც საზოგადოებაში არის უნდა ეკეთოს ნიღაბი ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მას მოსწონს თუ არ მოსწონს. ვართ საზოგადოების წევრი და რაღაც წესებს უნდა დავემორჩილოთ. უამრავი ინფიცირებულია და მოიმატა ვირუსის გავრცელებამ. ექიმი, პოლიციელი, გამყიდველი, მძღოლი პედაგოგი აუცილებლად უნა იყოს აცრილი, თუ არ უნდა და ეშინია, მაშინ ყოველ დღე უნდა გაიკეთოს პისიარ ტესტი და ისე მივიდეს სხვა პიროვნებასთან“ - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს“

👉 „გარე სივრცეებში თუ ხუთ ადამიანზე მეტი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“

👉 განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში