მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 490 ინფიცირება, 2 056 გამოჯანმრთელება, 25 გარდაცვლილი - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1633848204
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 2 056 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 634 053-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 600 524 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 246 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „უახლოეს დღეებში საქართველო 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს“

👉 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?