მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

431 თბილისი, 78 იმერეთი - ეპიდვითარება რეგიონებში

სუფთა ჰაერი
1622703953
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 183 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 008 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.91%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

👉 თბილისი - 431

👉 აჭარა - 63

👉 იმერეთი - 78

👉 ქვემო ქართლი - 46

👉 შიდა ქართლი - 32

👉 გურია - 15

👉 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76

👉 კახეთი - 53

👉 მცხეთა-მთიანეთი - 13

👉 სამცხე-ჯავახეთი - 15

👉 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213.

639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 811 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 007 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 346983-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 330721 და გარდაცვლილია 4853 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ჯანმო: ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება

რამდენად საშიშია ვირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი? - სპეციალისტების განმარტება

რამდენ ხანს გრძელდება პოსტკოვიდური სიმპტომები? - მარინა ენდელაძის განმარტება