მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად საშიშია ვირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი? - სპეციალისტების განმარტება

რამდენად საშიშია ვირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი?
1622664922
COVID-19

ეპიდემიოლოგები მარინა ენდელაძე და ოთარ ჩოკოშვილი სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ განმარტებებს აკეთებენ. სპეციალისტების განცხადებით, ახალი შტამები შესაძლოა, უფრო ნაკლებად საშიში იყოს, ვიდრე მიმდინარე შტამი.

„სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა, მანამდე ჩინური შტამის 5 შემთხვევაც დადასტურდა. ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ჩვენ უნდა ველოდოთ ამის გავრცელებას, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არავინ შემოვუშვათ და არ გავუშვათ.

უმეტეს შემთხვევაში ამ ერთი შტამის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები იცავს მეორე შტამისგან. თუმცა, არც რეინფექცია არის გამორიცხული. შეიძლება ის უფრო ნაკლებად საშიში იყოს ვიდრე არსებული შტამები“, - აცხადებს მარინა ენდელაძე.

„რაც უფრო მეტად არის ვირუსი გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ახალი შტამები წარმოიშვას. ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ შევაჩეროთ ახალი შტამების წარმოქმნის პროცესი.

მაგრამ რადგან უკვე გავრცელებულია ეს შტამები, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ გავრცელდეს. ახალი შტამები ზოგიერთი სულაც არ არის საშიში, შესაძლოა უფრო ნაკლებად საშიშიც კი იყოს, ვიდრე მიმდინარე შტამი, იმიტომ, რომ ვირუსი ცდილობს ამით გადარჩეს და შეეგუოს ადამიანებთან თანაცხოვრებას“, - აღნიშნავს ოთარ ჩოკოშვილი.

საქართველოში, 1-ელ ივნისს სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 COVID 19-ის ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებები

👉 რამდენად საშიშია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი?

👉 საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა