მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4778 ინფიცირება, 79 გარდაცვალება, 4753 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის დნმ
1630392382
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 79 ადამიანი, ხოლო 4753 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 31 აგვისტოს მონაცემებით, 549 811 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 493 414 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 408 პაციენტი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 194 მლნ-ს აჭარბებს

✔️ „წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით სახიფათოა დელტა შტამი“ - მაია ჩხაიძე

✔️ „ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ინფიცირების, ეპიდაფეთქების მაღალ რისკს“ - ივანე ჩხაიძე