მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ინფიცირების, ეპიდაფეთქების მაღალ რისკს“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1630354140
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„ბავშვები, რა თქმა უნდა, არიან რისკჯგუფში. დელტა ვარიანტის შემთხვევაში, მეტ ბავშვს სჭირდება სტაციონარული დახმარება მდგომარეობის სიმძიმის გამო, უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციასთან ერთად ინტენსიურ თერაპიასა და კრიტიკულ თერაპიის დეპარტამენტში მკურნალობას. ყველაფერ ამის უკან, კორონავირუსის დელტა ვარიანტი დგას, რაც აისახა კიდეც საქართველოს რეალობაში.

ჯერჯერობით ბავშვებში, 12-დან 15 წლამდე საქართველოში ვაქცინაცია არ ტარდება. „ფაიზერის“ ვაქცინამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ 16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ავცრათ. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა მაისის თვიდან, 12-დან 15 წლამდე ჯგუფში უკვე ატარებს ვაქცინაციას, მათი მიზანი გახლავთ, ბავშვების უდიდესი ნაწილი იყოს ვაქცინირებული.

საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ბელგია, ამ ქვეყნებში 50%-ს გადაცდა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი. ისინი ემზადებიან სასწავლო პროცესისთვის.

საქართველოში ინფიცირებულთა 10% არის ბავშვი, გამოდის, ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება, რაც ძალიან მაღალია.

ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ინფიცირების, ეპიდაფეთქების მაღალ რისკს. სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადავხედავთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ინფიცირების მაჩვენებელს და თუ მაჩვენებელი სტაბილურად შემცირდება, როგორც ბოლო კვირების განმავლობაში, შესაძლებელია სკოლების გახსნაზე და სასწავლო პროცესის განახლებაზე ვიფიქროთ, არა ონლაინ არამედ აუდიტორიებში. ჯერჯერობით ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, რადგან არავინ არ იცის რამდენად იქნება შემთხვევების შემცირება მყარი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „დღევანდელი მდგომარეობით, სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში განახლდება

👉 განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში - ამირან გამყრელიძის განმარტება

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“