მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კლინიკაში მყოფების 95% აუცრელია“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1629187081
COVID-19

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩატარდა მოკვლევა, თუ რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკებში მათგან, ვინც უკვე აცრილია თუნდაც, ერთი დოზით.

„ვინაიდან, მოქალაქეების დიდი რაოდენობა უკვე აცრილია, ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა და მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა თუ როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილი.

ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 პროცენტი. კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობას გადის 95 პროცენტი იმ ადამიანების, რომლებსაც არ არიან აცრილები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მძლავრი იარაღია ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთონ ვაქცინაციაში და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“