მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„500 თავისუფალი საწოლი ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო სისტემა არის ზღვარზე“ - ივანე ჩხაიძე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1628835220
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განაცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, ქვეყანა საწოლფონდის გარეშე დარჩება.

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვები შედეგს 2-3 კვირაში გამოიღებს შედეგს.

„7 000 საწოლიდან 500 თავისუფალი საწოლი ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო სისტემა არის ზღვარზე. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი კრიტიკული მდგომარეობა, ძნელი სათქმელია. 2 კვირა არის ის მინიმუმი დრო, როდესაც ნებისმიერი მკაცრი ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, ნებისმიერი მკაცრი აკრძალვა შედეგს გამოიღებს.

ძალიან მძიმე 2 კვირა გველის წინ და ყველამ უნდა გავიაზროთ თუ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, რამდენად დიდი რისკია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანაში აღარ დარჩეს თავისუფალი საწოლი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ყველა ორსული ან ვისაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას“

👉 „დღეში 30-33 ათასი აცრილი ადამიანი რეალური მიზანია

👉 „დღეისათვის ჯანდაცვის სისტემას პაციენტის მიღების საშუალება არ გააჩნია“