მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5359 ინფიცირება, 2726 გამოჯანმრთელება, 42 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შტამი
1628837650
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 2 726 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 471 685 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6 321 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 415 146 პირი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ში დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვეს

👉 „ახლა ის დროა, ყველა ეკლესიაში ვაქცინაციის პუნქტი ფუნქციონირებდეს“ - ნანა გეგეჭკორი

👉 „ყველა ორსული ან ვისაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას“ - გამყრელიძე