მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

735 თბილისი, 331 იმერეთი - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1609916789
COVID-19

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა. აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

✔️ აჭარა-119

✔️ იმერეთი-331

✔️ ქვემო ქართლი-128

✔️ შიდა ქართლი-103

✔️ გურია-43

✔️ სამეგრელო - ზემო სვანეთი-151

✔️ კახეთი-116

✔️ მცხეთა-მთიანეთი-22

✔️სამცხე-ჯავახეთი -35

✔️რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი.

„სულ 6 ოქტომბრიდან - 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 235 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში- 2 497 ”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ბოლო 24 საათის მონაცემები - ეპიდვითარება საქართველოში

👉 როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის სრულად გაკონტროლება? - Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელი განმარტებას აკეთებს

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა