მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
1628093198
COVID-19

„ახლა ლაპარაკი იქნება ცოტა სხვა ტიპის შეზღუდვებზე. განსხვავება წინა პერიოდებისგან არის ის, რომ ვინც ნაკლებად საფრთხის შემცველია, იმათ მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, ვინც მეტად საფრთხის შემცველია, ის უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, ეს ჩვეულებრივი უსაფრთხოების ზომები მათივე სიცოცხლისათვის არის საჭირო“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, შეიძლება იყოს შეზღუდვები გარკვეულ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია მაგალითად: რესტორნებში, დახურული სივრცეებში.

„ვიცით, რომ ადამიანები უცხოეთში ასეთ ადგილებში შედიან, ვინც არის ორჯერადად აცრილი ან იკეთებენ საკუთარი ხარჯით PCR, ან სწრაფი ტესტი - ასეთი ტიპის შეზღუდვებზეა ლაპარაკი.

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა დაკავშირებულია მობილობის შეზღუდვასთან. რეკომენდაცია გაცემულია, მაგრამ როცა საქმე შეზღუდვებს ეხება, პოლიტიკური აქტორებიც უნდა შეთანხმდნენ და ყველამ თქვას საკუთარი წინადადება, ვინ რას ფიქრობს, არ არის საკმარისი მხოლოდ კონსენსუსი იყოს საბჭოზე, ჩვენ ბევრ რეკომენდაციას გავცემთ და ამით ხშირად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ვაქცინის მარაგი დიდია ქვეყანაში, დაახლოებით 215 ათასი არის დაჯავშნილი და აცრილი ერთად.

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ აგვისტოს ბოლოსთვის, შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდოს.

„როდესაც მძიმე პროგნოზებს პირდაპირ ვამბობ ხოლმე, შემდეგ იწყება ჩემი სიტყვების თამაში. ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა უჩვენო. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია.

ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„კლინიკაში პაციენტის დაგვიანებული მოთავსება არის ამდენი გარდაცვალების მიზეზი“ - ვატო სურგულაძე

📣„მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული და მართლა არ გაგვწყვიტოს“ - გიორგი ჩალაძე

📣„თავისუფალი საწოლების რესურსი უსასრულო არ არის“ - ივანე ჩხაიძე