მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალ შტამს 60-70%-ით მეტი გადამდებობა აქვს“ - თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსის გამანეიტრალებელი საშუალება
1611483787
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ შტამს 60-7-%-ით მეტი გადამდებობა აქვს.

ცერცვაძის თქმით, ვირუსის ახალ შტამს არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა.

„კორონავირუსის ახალ შტამს ფართო გავრცელება მსოფლიოში არ ჰქონია. ახალ შტამს დაახლოებით 60-70 %-ით მეტი გადამდებობა აქვს.

მისი დათვლა ძალიან იოლია, არსებობს ე.წ. გადამდებობის კოეფიციანტი და დათვლილია 1 ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ რამდენს აავადებს.

ამ შტამს არ ახასიათებს უფრო მძიმე მიმდინარეობა და მისი ერთადერთი განმასხვავებელი თვისება უფრო იოლი გადამდებობაა. ამიტომ როცა კითხულობენ, რა უნდა ქნას პაციენტმა, რამე განსხვავებული ხომ არ უნდა გააკეთოს ამ შტამისგან თავის დასაცავად, თვისობრივად განსხვავებული არაფერი“, - განაცხადა ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 24 იანვრის მონაცემებით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 253 518-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ აიცრებიან თუ არა კოვიდგადატანილი ადამიანები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

✔️ „თებერვალში საქართველო კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას ელის“ - ცერცვაძე