მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა პიკს გავდივართ“ - ეკატერინე ტიკარაძე

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1628667162
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდია და დადებითობის მაჩვენებელიც მაღალია, რაც ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები კიდევ იმატებს.

მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 8000-მდე საწოლია მობილიზებული.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით დადებითი მაჩვენებელია.

მინისტრის თქმით, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

„ჩვენ გავდივართ პიკს. ამ ეტაპისთვის დადებითობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, რაც იმის ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება. დღეს 46 ათასამდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, ამ შემთხვევების უმეტესი ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მიერ იმართება.

დღესდღეობით 8000-მდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი რა თქმა უნდა თბილისზე მოდის. გარკვეული მიგრაციიდან გამომდინარე ადამიანები ავადდებოდნენ სხვადასხვა რეგიონებში და შემდეგ უკვე ბრუნდებოდნენ თბილისში.

რეგიონების ჭრილშიც ინფექცია მზარდია, დამატებით მიმდინარეობს საწოლების მობილიზაცია. თბილისში 3000-ზე მეტი პაციენტი გადის სტაციონარში მკურნალობას.

დადებითი ფაქტი არის ის, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და უკვე 400-მდე ადამიანი აიცრა გუშინ. ადამიანები ვაქცინის მიმართ უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან განწყობილი. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები შედარებით მოგვიანებით იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ სწორად შევძლოთ ინფექციის მართვა და პიკის სტაბილიზაცია მოხდეს მნიშვნელოვანია ინტენსიური პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 2 363 თბილისი, 905 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

🔴 5 352 ინფიცირება, 2 635 გამოჯანმრთელება, 48 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში