მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანტისხეულები, რომლებიც ჩვენი იმუნური სისტემის თავდაცვის ელემენტების საწინააღმდეგოდ იწყებენ ქმედებას, არიან სიკვდილის მთავარი მიზეზი დაინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანში“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1630673756
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში ავტოანტისხეულებთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევაზე ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ავტოანტისხეულები, გვხვდება ჯანსაღი, არაინფიცირებული პირების მცირე ნაწილში და მათი რაოდენობა და გავრცელება იზრდება ასაკთან ერთად.

„ანტისხეულები, რომლებიც ჩვენი იმუნური სისტემის თავდაცვის ელემენტების საწინააღმდეგოდ იწყებენ ქმედებას, არიან სერიოზული ავადმყოფობისა და სიკვდილის მთავარი მიზეზი SARS-CoV-2-ით დაინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანში. ასეთია დასკვნა დიდი საერთაშორისო კვლევის თანახმად.

ეს ე.წ „მავნე/თაღლითი/Rogue ანტისხეულები, რომლებიც ცნობილია როგორც ავტოანტისხეულები, ასევე, გვხვდება ჯანსაღი, არაინფიცირებული პირების მცირე ნაწილში და მათი რაოდენობა (როგორც გაირკვა) გავრცელება იზრდება ასაკთან ერთად, რითაც შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არიან ხანდაზმულები მაღალი რისკჯგუფები COVID 19-ისთვის.

დასკვნები, გამოქვეყნებულია 19 აგვისტოს Science Immunology1-ში. იმუნოლოგი ჟან-ლორან კასანოვას ხელმძღვანელობით ნიუ იორკის როკფელერის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების დროს, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მძიმე COVID 19-ით დაავადებულთა დაახლოებით 10% -ს ჰქონდა ავტოანტისხეულები, რომლებიც თავს ესხმიან და ბლოკავენ ტიპი 1-ს ინტერფერონებს - ცილის მოლეკულებს სისხლში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი, ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ის, რაც გაკეთდა ამ ახალ კვლევაში, ნამდვილად არის იმის დადგენა, თუ რამდენად გავრცელებულია ეს ანტისხეულები მოსახლეობაში - და აღმოჩნდება, რომ ისინი საოცრად გავრცელებულია.

მკვლევარებმა შეისწავლეს 3,595 პაციენტი 38 ქვეყნიდან კრიტიკული COVID 19–ით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირები საკმარისად ავად იყვნენ და მოხვდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. საერთო ჯამში, ამ პაციენტების 13,6% ფლობდა ავტოანტისხეულებს, მათი პროპორცია 40 წლამდე ასაკში იყო 9.6% , ხოლო 80 წელზე ზემოთ 21%-მდე. ავტოანტისხეულები, ასევე იყო დაავადებული ადამიანების 18%-ში.

კასანოვა და მისი კოლეგები ეჭვობენ, რომ ეს ‘მავნე“ ანტისხეულები არიან კრიტიკული COVID 19-ის მიზეზი და არა შედეგი. იყო მინიშნებები, რომ ეს შეიძლება ასეც ყოფილიყო - ჯგუფმა ადრე აღმოაჩინა, როცა იპოვა რომ ყოველი 1000 ჯანმრთელი ადამიანიდან (რომელთა ნიმუშები შეგროვდა პანდემიამდე ) ავტოანტისხეულები იყო დაახლოებით 4 ადამიანში. მკვლევართა გუნდმა, ასევე, აღმოაჩინა, რომ გენეტიკური მუტაციების მქონე პირები, რომლებიც არღვევენ 1 ტიპის ინტერფერონების მოქმედებას, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან .

ამ შესაძლო კავშირის (ავტოანტისხეულები - დაავადების სიმძიმე) შემდგომი შესასწავლად, მკვლევარებმა დაიწყეს პანდემიის დაწყებამდე თითქმის 35,000 ჯანმრთელი ადამიანისგან აღებული სისხლის ნიმუშების მათი გამოვლენა. მათ დაადგინეს, რომ 18-დან 69 წლამდე ასაკის 0.18% -ს გააჩნდა არსებული ავტოანტისხეულები 1 ტიპის ინტერფერონის მიმართ და რომ ეს პროპორცია გაიზარდა ასაკთან ერთად: აუტოანტისხეულები გვხვდებოდა 70-დან 79 წლამდე ასაკის დაახლოებით 1.1% -ში და 3.4%-ზე მეტი ასაკის ადამიანებში 80 წლის ზემოთ ასაკში.

„ასაკთან ერთად არის გავრცელების მასიური ზრდა“, ამბობს კაზანოვა. “ეს დიდწილად განმარტავს ხანდაზმულ მოსახლეობაში მძიმე COVID–ის მაღალ რისკს ადამიანებში“. ის დასძენს, რომ ამ დასკვნებს აქვს მკაფიო კლინიკური შედეგები და ვარაუდობს, რომ საავადმყოფოებმა უნდა შეამოწმონ პაციენტები ამ ავტოანტისხეულებისათვის, ასევე, მუტაციები, რომლებიც ჩართულია 1 ტიპის ინტერფერონების ბლოკირებაში. ამან შეიძლება გამოავლინოს ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად ავადდებიან COVID-19– ით, რაც ექიმებს დაეხმარება სათანადოდ მოაწყონ თავიანთი მკურნალობა.

სხვა მკვლევარების თანახმად 30,000 -ზე მეტი ადამიანის ნიმუშის გამოკვლევა იმის საბაბს იძლევა რომ ეს შედეგები მიღებული იქნეს მხედველობაში და რომ ეს არის ის, რაზედაც უნდა იფიქრონ კლინიცისტებმა“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი“ - ზაზა წერეთელი

„საქართველო რომ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა იყოს, 70-80 გარდაცვალების ნაცვლად 5-6 გარდაცვალება გვექნებოდა “ - თენგიზ ცერცვაძე