მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1628928306
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საქართველოში გართულებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვების შემოღება დაგვიანებულია.

მისი თქმით, კორონავირუსის დელტა შტამის ამგვარი გავრცელება, ნიშნავს იმას, რომ ინფექცია ადამიანების ცხოვრების მუდმივ ნაწილად იქცევა.

„ქვეყანაში კოვიდით კატასტროფული მდგომარეობაა. შემთხვევების რაოდენობა იმაზე უფრო მეტი, ვიდრე შარშან, ნოემბერში იყო, გარდაცვლილთა სამწუხაროდ მზარდი ციფრები, ახალი, მაგრამ უკვე დაგვიანებული შეზღუდვები, დაგვიანებული და შესაბამისად, ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა.

შემთხვევების რაოდენობა იმაზე უფრო მეტი, ვიდრე შარშან ნოემბერში იყო, გარდაცვლილთა სამწუხაროდ მზარდი ციფრები, ახალი მაგრამ უკვე დაგვიანებული შეზღუდვები, დაგვიანებული და შესაბამისად ნაკლებად ეფექტიანი. ბევრს გარკვეულწილად déjà vu შეგრძნება აქვს შარშანდელ ზამთრის სიტუაციასთან, თუმცა, ახლა რაღაც სხვაგვარადაა - დელტა შტამი.

შეიძლება გაზაფხულზე იყო გარკვეული იმედები, რომ საქართველოში ზაფხული და შემოდგომა იქნებოდა მეტ-ნაკლებად ნორმალური. თუმცა, უკვე მაისის დასაწყისში, როცა დელტა შტამი გამოჩნდა, ცხადზე ცხადი იყო, რომ ვაქცინების მცირე რაოდენობით და ვაქცინაციის დაბალი ტემპით, ეს იმედები შეიძლება არ ასრულებულიყო. ამას დაემატა ყველა შეზღუდვის მოხსნა, ჯარიმების პატიება, საზღვრების გახსნა მრავალკაციანი სუფრებით, ამის ზეიმი და ახლა საქართველო არის იქ სადაც არის.

შეიძლება საქართველოში ვერ შეაფასეს (მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნების მაგალითები ამის შესახებ საუბრობდა) რამდენად გადამდებია დელტა, ან რას ნიშნავდა ეს გადამდებლობა. თავდაპირველ SARS-CoV-2 ვირუსს ჰქონდა რეპროდუქციის კოეფიციენტი ან R0, 2-დან 3-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია დააინფიციროს ორი ან სამ ადამიანი.

ეს საშუალო მაჩვენებლებია: პრაქტიკაში, უმეტესად იყო შემთხვევები, როდესაც შედარებით მცირე რაოდენობამ დააინფიცირა ადამიანების დიდი რაოდენობა, ე.წ სუპერ გავრცელების მოვლენებში. სუპერ გავრცელების მოვლენები კი დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალი შეკრებებია!!! CDC–ს შეფასებით, დელტას R0 5-დან 9-მდეა, რაც თვალნათლივ ანახვებს, რამდენად სახიფათოა ეს შტამი და ხალხმრავალი შეკრებები.

მარტივად რომ ვთქვათ, ბევრმა ადამიანმა, რომელიც თავის დროზე უხანის შტამით დაინფიცირდა, შეიძლება არც კი დააინფიცირა სხვა ადამიანი, მაგრამ ადამიანების უმეტესობა, ვინც დელტა შტამს იჭერს, აუცილებლად ქმნის ინფექციის კლასტერს. ეს ნაწილობრივ განმარტავს, თუ რატომ გაიზარდა შემთხვევები ასე სწრაფად და რატომ იძახდნენ ქვეყნები, როცა საქართველო ყველაფერს აუქმებდა და საზღვრებს ხსნიდა, რომ შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად ორმაგდებოდა.

დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი, როგორც ჩანს, თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ამცირებენ სიკვდილიანობასა და და მძიმე დაავადებებს“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ვირუსი ყველას შეხვდება.

„ვაქცინები არის, აუცილებელია ნიღბები, დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება... ამიტომ არ შეიძლებოდა უვაქცინო ქვეყანაში ყველა შეზღუდვის გაუქმება. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანას დრო მოეგო - საავადმყოფოების და სამედიცინო პერსონალის დასაცავად, სკოლების გახსნისთვის, არავაქცინირებულ ადამიანებთან მისასვლელად და სხვა. ადამიანების უმეტესობა ადრე თუ გვიან შეხვდება ვირუსს, უბრალოდ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ორჯერადად აცრილი, როცა ეს ვირუსი შეხვდება.

პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ მიზანი მაინც არის მიაღწიო მის დამთავრებას რაც შეიძლება მცირე ზიანით, სიკვდილით და ინვალიდობით. სამწუხაროა, როცა ქვეყანა ამას ვერ აანალიზებს. ყველას აქვს პანდემიური დაღლილობა, გასაგებია, მაგრამ გამარჯვება არ არის, როცა ერთი ინდივიდი აიცრება, უამრავი სხვა რამ არის გასაკეთებელი და გასათვალისწინებელი, რომ ამ ვირუსმა ისევ არ დაგვაჩოქოს.

ზომები, რომლებიც ხელს უშლიდა თავდაპირველ კორონავირუსს, კვლავ მოქმედებს მისი ახალი ვარიანტის წინააღმდეგ; ვაქცინები, კერძოდ, ნიშნავს იმას, აცრილი ადამიანი არის დაცული ისე, როგორც ეს არ იყო ცხრა თვის წინ. სრული ვაქცინაცია (მინიმუმ mRNA ვაქცინებით) დაახლოებით 88 პროცენტით ეფექტურია დელტაში გამოწვეული სიმპტომური დაავადების პროფილაქტიკაში. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ აცრილებს შორის დაინფიცირება, ე.წ. გარღვევა შესაძლებელია, მაგრამ სრულად აცრილი ადამიანების მხოლოდ 0.01-0.29 პროცენტს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება უკმაყოფილო იყვნენ, რომ აცრის მიუხედავად შეხვდათ კოვიდი, ის გაცილებით მსუბუქია ვიდრე ეკვივალენტური ინფექციები არავაქცინირებულ ადამიანებში: სრული ვაქცინაცია 96 პროცენტით ეფექტურია დელტადან ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო არავაქცინირებული ადამიანები შეადგენენ COVID-19 პაციენტთა 95 პროცენტზე მეტს ამერიკულ საავადმყოფოს საწოლებში.

ვაქცინები მუშაობს და კარგად მუშაობს. ვაქცინირებული ადამიანები უდავოდ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანები.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირები კარგად არიან დაცული, მაღალი ვაქცინირებული საზოგადოება მაინც შეიძლება იყოს დაუცველი, სამი მიზეზის გამო. პირველ რიგში, არავაქცინირებული ადამიანები შემთხვევით არ ნაწილდებიან.

სამაგიეროდ, ისინი მიდრეკილნი არიან გეოგრაფიულად დაჯგუფებული და სოციალურად დაკავშირებული, ქმნიან დაუცველ არეალებს, რომლებზეც დელტას შეუძლია შეტევა. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებლები. მეორე, დელტა შესაძლოა, პოტენციურად გავრცელდეს ვაქცინირებული ადამიანებისგანაც - რა ბოლო დროს ანტივაქსერების საუბრის თემა გახდა.

თუმცა ახლახან სინგაპურში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსული დატვირთვები აცრილ ადამიანებში დელტა შტამის დროს მაღალია, ისინი უფრო სწრაფად ეცემა აცრილ ადამიანებში.

ეს გასაგებია: ვაქცინებით გამოწვეული იმუნური თავდაცვა ცირკულირებს მთელ სხეულში და დრო სჭირდება ცხვირში შეჭრილი ვირუსის ამოსაცნობად. როგორც კი ეს მოხდება, ვირუსების რაოდენობა მკვეთრად მცირდებოდა, რადგანაც ვაქცინირებული ადამიანები გაცილებით ნაკლებად ინფიცირდებიან, პირველ რიგში, მათ, ასევე, აქვთ გაცილებით ნაკლები ალბათობა, რომ გადასცენ დელტა, ვიდრე არავაქცინირებულმა ადამიანებმა!!! ეს ასეა, და ეს უნდა გაიგონ ანტივაქსერებმა.

მესამე, დელტას უკიდურესი გადაცემა აბათილებს საზოგადოების დაცვას, რომელსაც ვაქცინები გვთავაზობენ თუ სხვა სიფრთხილის ზომები არ მიიღება. ამიტომაც დელტა შეიძლება გავრცელდეს ნახევრად აცრილ ქვეყანაში უფრო სწრაფად, ვიდრე თავდაპირველი ვირუსი სრულიად არავაქცინირებულ ქვეყანაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქებები იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 90 პროცენტია, მაგრამ სხვა დაცვა არ არსებობს. ამიტომაც საუბრობენ უკვე ქვეყნები, რომ დელტას პრობლემის გადაჭრა ნამდვილად არ არსებობს მხოლოდ ვაქცინაციის გზით და ამიტომაც იყო არასასურველი შედეგების მომტანი ყველა შეზღუდვის გაუქმება და ტურიზმის სეზონის კარღიაობა

სწორედ აქ არის მიმდინარე პანდემიური დილემა: ვაქცინები რჩება საუკეთესო საშუალება ინდივიდებისთვის, რათა დაიცვან თავი, მაგრამ როგორც საზოგადოებამ, ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ ვაქცინა, როგორც ჩვენი ერთადერთ დაცვა, რადგან არავაქცინირებული საზოგადოება საკმარისად დიდია დელტას გავრცელების ხელშესაწყობად და ამიტომაც არის საჭირო სხვა შემაკავებელი ღონისძიებების გატარებაც.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ზრდის ციკლი შეჩერდება და პანდემია გაქრება. ახალი კორონავირუსი გახდება ენდემური - ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ის იქნება ნაკლები პრობლემა, არა იმიტომ, რომ შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ აღარ იქნება ახალი და ხალხიც იქნება იმუნურად დაცული.

ვაქცინირებულ ადამიანებს შეიძლება შეხვდეს ის ვირუსი, მაგრამ ამის შედეგად ისინი არ გახდებიან მძიმედ დაავადებულნი. ზოგიერთს ექნება უსიამოვნო სიმპტომები, მაგრამ გამოჯანმრთელდება. ბევრი შესაძლოა ვერც კი გაიგებს, რომ ეს ვირუსი შეხვდა. ნიღბების ტარება, დისტანციურად მუშაობა და ბევრი სხვა რამ, ყველა ეს ზომა შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრების ისეთივე რეგულარული ნაწილი, როგორიც არის ღვედები, პრეზერვატივები, მზისგან დამცავი საშუალებები, კბილის პასტები და ყველა სხვა ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად. მაგრამ მანამდე საქართველომ უნდა მიაღწიოს....“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში“ - ზაზა წერეთელი (ფოტოები)

👉 „აცრა არ იწვევს, არც ნაყოფის მხრივ და არც დედის მხრივ გართულებას“ - ნიკოლოზ კინტრაია

👉 აშშ-ში დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვეს