მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანტივაქსერები არ ფიქრობენ სწორად და უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავს - მსოფლიო პატრიარქი

 ბართლომეოსი
1630251844
COVID-19

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრისკენ მოუწოდებს და საზოგადოებას სთხოვს, თავიდან აიცილონ ვირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სერიოზული საფრთხეები, რაც ადამიანებს სიკვდილამდე მიიყვანს. ანტივაქსერები არ ფიქრობენ სწორად და ლოგიკურად და უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავს, თავიანთ ახლობლებს, რადგან მათ შეუძლიათ კორონავირუსი გადასდონ ახლობლებს გაცნობიერების გარეშე, რაც დიდი საფრთხეა.

სრულიად აბსურდული და უსამართლოა, რომ ზოგიერთ ადამიანს ეშინია ვაქცინის მიღების. არ არსებობს ამის გონივრული საბაბი.

ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერების წარმომადგენლებს, მეცნიერების აღმოჩენებს და ვამკვიდრებთ მათ ჩვენს ცხოვრებაში“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 28 იანვარს კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

იხილეთ აგრეთვე:

✅გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 60% სრულად არის ვაქცინირებული