მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მაინტერესებს არავის პირადი ამბიცია, მაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ნაკლები გარდაცვლილი პაციენტი“ - ლევან რატიანი

რეანიმატოლოგი ლევან რატიანი Pia.ge
1629821592
COVID-19

„უამრავი პაციენტი მყავს გატარებული, როგორც ვაქცინირებული, ასევე, არავაქცინირებულიც, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ დავინახე ჩემი თვალით, რომ პაციენტებში ფილტვის დაზიანების სიმძიმის ხარისხი მკვეთრად ნაკლებია, ასეთ პაციენტებს არ სჭირდებათ რეანიმაციული მეთვალყურეობა“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც რატიანი აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია იზრუნოს პაციენტებზე და რაც შეიძლება ნაკლები ლეტალობის შემთხვევა იყოს ქვეყანაში.

„აცრილთა შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ინფიცირებული პაციენტი და მცირე სიმპტომით გამოუვლინდეს COVID 19-ის დაავადება. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ მაინტერესებს არავის პირადი ამბიცია, მაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ნაკლები გარდაცვლილი პაციენტი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5924 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი, ხოლო 4777 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 523 022-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6891 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 458 265 პირი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ბუნებრივად მოხდება სტაბილიზება, რადგან ამ ინფექციას ახასიათებს 3-4 -კვირიანი ტალღა, ახლა პლატოს პერიოდში ვართ“ - ბიძინა კულუმბეგოვი

✅„დრამატული სიტუაციაა, ჩვენს სტაციონარში თითქმის ყველა ჟანგბადდამოკიდებულია“ - მარინა ენდელაძე

✅„ტრანსპორტის შეზღუდვა ეპიდემიის კონტროლს დაეხმარა“ - გაბუნია