მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დრამატული სიტუაციაა, ჩვენს სტაციონარში თითქმის ყველა ჟანგბადდამოკიდებულია“ - მარინა ენდელაძე

მარინა ენდელაძე
1629793382
COVID-19

„ძალიან რთული სიტუაციაა, რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ“, - აღნიშნულის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის დელტა შტამი გამოდგა ძალიან მძიმე, ბევრი ახალგაზრდა არის დამძიმებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

„სტაციონარში უკვე აღარ გვყავს ჩვენ ის პაციენტები, რაც იყო წინა პერიოდში, თითქმის ყველა ჟანგბადდამოკიდებულია.

პაციენტი, რომელიც ჟანგბადდამოკიდებული არ არის, არც თავსდება სტაციონარში თუ რაიმე სხვა გართულების საშიშროება არ არის.

დრამატული სიტუაციაა, ჩვენ ისე გადავიღალეთ და ჩვენი ემოციური სფერო იმდენად დაიძაბა, რომ ღამით ვეღარ ვიძინებ და თუ მძინავს ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები მიდგას თვალწინ.

ძალიან რთული სიტუაციაა რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅საქართველოში კოვიდვაქცინით მილიონზე მეტი აცრა ჩატარდა

✅ყველაფერი, რაც „ფაიზერის“ ვაქცინის შესახებ ვიცით

✅„ყველა მიმართულებით დაუცველები ვართ“ - სოფო ჯაფარიძე