მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არაერთი ადამიანის სიცოცხლეა მათ სინდისზე, რომელთაც შეეძლოთ უფრო ადრე აცრილიყვნენ“ - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული Pia.ge
1629832844
COVID-19

„არაერთი ადამიანის სიცოცხლეა მათ სინდისზე, რომელთაც შეეძლოთ უფრო ადრე აცრილიყვნენ და გადადეს გაურკვეველი დროით ვაქცინაციის პროცესი“, - აღნიშნულის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა განაცხადა.

მისი თქმით, ანტივაქსერების მიზანი შეშინებული ხალხისათვის საფუძვლიანი ეჭვის გაჩენა იყო.

„ბუნებრივია, რომ ადამიანი ყოყმანობს. ეს არის აბსოლუტურად საფუძვლიანი, მაგრამ როდესაც ამ შიშს ნიადაგს მისცემ და გამოკვებავ, საზოგადოება უფრო შეშინდება და სხვათა შორის, არაერთი ადამიანის სიცოცხლეა მათ სინდისზე, რომელთაც შეეძლოთ უფრო ადრე აცრილიყვნენ და გადადეს გაურკვეველი დროით ვაქცინაციის პროცესი.

თავიდანვე ვიცოდით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები. ეს ვერც ამ მთავრობას დაჰბრალდება და ვერც იმ მთავრობას. ჩვენი სამედიცინო სისტემა რომ ბევრად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების დონეს, ეს ფაქტია და ამაზე კამათი არც არის საჭირო. რაც შეეხება რამე დრამატულ შეცდომას, ბატონ ამირანს კამათს ვერ დავუწყებ.

მკაცრი ღონისძიებები ადვილად განახორციელა ქვეყანამ, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო ის, რომ ეს გადაღლა მოსახლეობის ამ უმკაცრესი ღონისძიებებიდან მოხდებოდა, უფრო ლოგიკური შემსუბუქება უნდა ყოფილიყო დროდადრო.

საქართველო აქამდე მოიყვანა და იხსნა ამ მკაცრმა შეზღუდვებმა და ღონისძიებებმა, ეს ფაქტია. მივიჩნევ, რომ ეს სწორი იყო, როდესაც საშუალება არ გაქვს კლინიკური სექტორი დაალაგო წესიერად, პლუს ამას პოლიტიკურ კონიუნქტურებს გინდა თუ არა უნდა გაუწიო ანგარიში, მაშინ ძნელია, ღიად ვერ ისაუბრებ.

მე მაქვს თავისუფლება, იმიტომ რომ არ ვცხოვრობ მანდ. დღეს არჩევნების ჩატარება გონივრული არის თუ არა, დარწმუნებული ვარ ბატონი ამირანი ფიქრობს, რომ ეს არის უაღრესად სულელური გადაწყვეტილება. რომ ამჯერად არჩევნები მიშვებული იყოს თავის ნებაზე, როდესაც აცრებით უკან ვართ და დაახლოებით 2 თვის მოგება გვჭირდება, იმიტომ რომ რა სიკვდილიანობასაც ვხედავთ, ეს 2 თვის წინანდელი ამბავია, ბატონი ამირანი გონიერი პროფესიონალია და ხვდება ამას.

ამ შემთხვევაში ვისკენაც უნდა გაიშვიროს მთავრობამ ხელი, როგორ დამძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება, იქნება მხოლოდ მთავრობის უშუალო პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ზურაბ გურულმა.