მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს“ - გიორგი ფხაკაძე

„არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს“
1628596849
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების მზარდ სტატისტიკაზე საუბრობს.

საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ფხაკაძე მთავრობას არჩევნების გადადების თხოვნით მიმართავს:

„ეპიდემია არის უკონტროლო, სიტუაცია უნდა აკონტროლო, მობილიზაცია გააკეთო. ყველაზე დიდი ანტივაქსერები ექიმები, ექთნები და აფთიაქის ფარმაცევტები არიან.

არჩევნები არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მოხდეს ეპიდემიის დროს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე გადადეთ არჩევნები. წინასაარჩევნო კამპანია არის საშიში. სამედიცინო პირბადე ყველგან“ აუცილებელი ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია ბევრი დაავადების გართულებისგან იცავს. ანტივაქსერების სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი ადამიანი.

ექიმებო, ექსპერტებო, მხარი რომ დაუჭირეთ შეზღუდვების მოხსნას, ახლა რომ გამოდიხართ და მოითხოვთ დამატებით შეზღუდვებს, მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა?! რატომ არ უთხარით ხელისუფლების წევრებს, რომ ნაადრევი იყო ეს გადაწყვეტილება?“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არსებული რეგულაციები, რაც გუშინ იქნა მიღებული, არასაკმარისია“

👉 5 697 ინფიცირება, 2713 გამოჯანმრთელება, 54 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა