მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ და შოთა არველაძეები აიცრნენ

ძმები არველაძეები აიცრნენ
1620726746
COVID-19

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები არჩილ და შოთა არველაძეები ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრნენ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 მაისიდან მოიხსნება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

ამავე თემაზე:

👉 „თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“ - გამყრელიძე

👉 „მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება „რემდესივირის“ მარაგის შევსება“ - თამარ გაბუნია