მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება „რემდესივირის“ მარაგის შევსება“ - თამარ გაბუნია

რემდესივირი
1620726306
COVID-19

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, ამჟამად „რემდესივირის“ რაოდენობა ამოიწურა და მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალ შესყიდვაზე.

თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს შეთანხმება ეგვიპტესთან, რომელიც ავტორიზებულია გილიადის მიერ „რემდესივირის“ წარმოებასთან მიმართებაში და მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება, აღნიშნული პრეპარატის მარაგის შევსება.

„რემდესივირთან“ დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო და ჩვენ მაინც ამერიკის გაიდლაინების საფუძველზე ვიყენებთ მას. 660 პაციენტისთვის საკმარისი დოზა იყო ქვეყანაში შემოტანილი. პრაქტიკულად ამოიწურა ამ დოზები რაოდენობა და ვმუშაობთ ახალ შესყიდვაზე.

„რემდესივირის“ წყარო ჩვენთვის გახლდათ ინდოეთი. იქ მოგეხსენებათ ეპიდემიურად როგორი ვითარებაა, ანუ ამ პრეპარატის მიღება ინდოეთიდან ეს არ არის ის შესაძლო გზა, რომელიც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია გამოვიყენოთ ვმუშაობთ ეგვიპტესთან, რომელიც ასევე ავტორიზებულია გილიადის მიერ „რემდესივირის“ წარმოებასთან მიმართებაში და მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება აღნიშნული პრეპარატის მარაგის შევსება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ აღნიშნული მედიკამენტი ჩვენთვის არ ყოფილა მთავარი პრეპარატი, ის იყო ერთ-ერთი დამატებითი საშუალება პაციენტების მკურნალობის პროცესში.

მედიკამენტების მარაგი კლინიკებთან ჩვენ ყოველკვირეულ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები და მათ მოიმარაგეს გარკვეული რაოდენობა მედიკამენტების ანუ ამ ეტაპზე პრობლემა არ გვაქვს“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისათვის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით : „რემდესივირი„ როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი, მაშინვე დაიწყეს დაახლოებით 15 მედიკამენტის კვლევა.

„რემდესივირი“ თავიდანვე მოიაზრებოდა ფავორიტად ამ ჯგუფში. მისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე თვლიდნენ ასე. შემდეგ ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც უჩვენა, რომ „რემდესივირი“ არც ისე ეფექტურია კოვიდის დროს როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია, იცით რომ ენტონი ფაუჩიმ დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ „რემდესივირი“ ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა, ეს იყოს გზა გადარჩენისკენ.

ყველა არ ეთანხმება ამ განცხადებას, მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესივირი“ კარგია. თავიდანვე როცა კვლევა დაიწყო, მთელი მსოფლიო იდგა რიგში „რემდესივირის“ მისაღებად, იმიტომ რომ თავიდანვე ფავორიტად იყო შერაცხული.“

იხილეთ აგრეთვე:

✅„კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ისეთ ზრდას, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არ უნდა ველოდოთ“ - თამარ გაბუნია

✅„არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადაწევაზე ვიფიქროთ“- თამარ გაბუნია

✅„თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“ - გამყრელიძე